IBSU-ს სატელევიზიო ჟურნალი N2

30.12.2022 34:52

"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის" ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა მოამზადეს "სატელევზიო ჟურნალი" და შეაჯამეს 2022 წელი. გადაცემაში ნახავთ: ინტერვიუს IBSU-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსთან ქეთევან ნანობაშვილთან, უნივერსიტეტის წლის მოვლენებს, რეპორტაჟს კახეთიდან "ცოდნის კაფეს" შესახებ, მოსახლეობის გამოკითხვას მიმდინარე წელს ფასების ზრდასთან დაკავშირებით. ასევე, IBSU-ს სტუდენტები საუბრობენ საახალწლო ტრადიციების შესახებ და გადაცემას დაასრულებს კურიოზები, რომლებიც ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტებმა სატელევიზიო და რადიო პროგრამების ჩაწერის დროს შეაგროვეს. გადაცემაზე მუშაობდნენ: დავით მათიაშვილი, ანა ჩალაშვილი, გვანცა გოგიაშვილი, ნინი შაორშაძე, ლიკუნა ჟორდანიძე, ანუკი გოგოძე, მარიკა გულორდავა, ლანა ლობჯანიძე, ნანუ მენთეშაშვილი, თამარ ჩხიკვაძე, ნოდარ ბროლაშვილი, ლუკა ამბალია. #ibsu #ibsutv #ibsumedia #ibsujournalism #ჟურნალისტიკა #სტუდენტები #2022

გაზიარება: