IBSU-ს სატელევიზიო ჟურნალი N1

11.11.2022 13:32

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა, IBSU-ს მედია ცენტრის ფუნქციონირების ფარგლებში სატელევიზიო ჟურნალი მოამზადეს, რომლის თემაა "დაბრუნება". სტუდენებმა სატელევიზიო პროექტზე მუშაობისას ჩაწერეს საინტერესო ინტერვიუები როგორც სტუდენტებთან, ასევე IBSU-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან იმის შესახებ, თუ როგორ განახლდა სასწავლო პროცესი ონლაინიდან პირისპირ მეთოდით და რა გამოწვევების წინაშე არიან სტუდენტები 2022 წლის შემოდგომაზე. გადაცემაზე მუშაობდნენ: დავით მათიაშვილი, ლუკა ამბალია, ანა ჩალაშვილი, გვანცა გოგიაშვილი, ნოდარ ბროლაშვილი, ნანა მენთეშაშვილი, მარიკა გულორდავა, ლანა ლობჯანიძე, ანი გოგოძე, თამარ ვალაშვილი, თამარ ლეკვეიშვილი, მალხაზ ზავრაშვილი. #ibsu #ibsumedia #ibsujournalists #ibsumediacenter #ibsutv #ibsuradio #ibsunewsroom #რადიო #ჟურნალისტები #ტელევიზია

გაზიარება: