კანონპროექტი უცხოური გავლენების წინააღმდეგ
171-ით 25-ის წინააღმდეგ - საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრებმა მხარი დაუჭირეს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტიის, „რენესანსის“ მიერ შეთავაზებულ კანონპროექტს გარე ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. კანონპროექტი ითვალისწინებს ოთხწლიან საცდელ პერიოდს, რაც დაზვერვის სამსახურებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ ალგორითმული თვალთვალის ტექნიკა, რომელიც ამჟამად მხოლოდ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოიყენება. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს „უცხოელი ხელმძღვანელობის ინტერესების წარმომადგენელთა“ რეესტრის შექმნას, რომელსაც მონიტორინგს გაუწევს საზოგადოებრივი ცხოვრების გამჭვირვალობის უმაღლესი ორგანო. აღნიშნული მოიცავს ლობისტებს, შუამავლებსა და ფანდრაიზერებს, რომლებიც მოქმედებენ მთავრობების, სახელმწიფო კომპანიებისა და უცხოური პოლიტიკური პარტიების სახელით. ეს კანონპროექტი მკაცრად გააკრიტიკეს მემარცხენე პარტიებმა, რომლებიც შიშობენ, რომ ის გავლენას იქონიებს ინდივიდუალურ თავისუფლებებზე. კანონპროექტი დაფუძნებულია დაზვერვის საპარლამენტო დელეგაციის ანგარიშზე, რომელიც ნოემბერში გამოქვეყნდა. ამ ანგარიშით დადგინდა, რომ არსებული მექანიზმები ეფექტური, თუმცა ზოგ შემთხვევაში არასაკმარისია გაზრდილი საფრთხის ფონზე. კანონპროექტს სენატი მაისში განიხილავს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ფრანგული კანონპროექტი უცხოეური გავლენების წინააღმდეგ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კანონპროექტი უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ - მ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საფრანგეთის სენატმა „უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის“ კანონპროექტი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის კანონპროექტის წინა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ორი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არა რუსულ კანონს - აქციები გრძელდება - რა ვიცით ამერიკულ და...
Mega TV - ტელეკომპანია მეგა
მსოფლიო ამბები N 5
Ermile Nemsadze