ქუთაისში მომხდარი მკვლელობის საქმე


45 წლის ქალი დააკავეს სამართალდამცველებმა ქუთაისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე. ის განზრახ მკვლელობის ბრალდებით აიყვანეს. ირკვევა, რომ დაკავებულმა მის მეგობარს, 30 წლის ქალს, რომელთანაც სტუმრად იმყოფებოდა, შელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა.

ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. მას 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან