იმერეთის პოლიციამ 9 აგვისტოს ტყიბულში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი

16.08.2020 00:24

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტყიბულში 9 აგვისტოს მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს. დაკავებულია, წარსულში ყაჩაღობისა და ძალადობისათვის ნასამართლევი - 1986 წელს დაბადებული ზ.ჩ. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 აგვისტოს ტყიბულის რაიონის სოფელ ბზიაურის ტერიტორიაზე, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, შურისძიების მოტივით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა 1986 წელს დაბადებულ ზ.ს.-ს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ქუთაისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს. Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/ Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

პოლიციამ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
00:25

პოლიციამ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 1 პირი დააკავა
00:30

პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტა...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულია 1 პირი
00:24

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

გახსნილი დანაშაული
00:37

გახსნილი დანაშაული

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

იმერეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
00:31

იმერეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

იმერეთის პოლიციამ  დიდი ოდენობით „სუბოქსინი“ ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
00:18

იმერეთის პოლიციამ დიდი ოდენობით „სუბოქსინი“ ამოიღო - დაკავე...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პოლიციამ საჩხერეში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
00:33

პოლიციამ საჩხერეში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავე...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბაღდათში ქურდობის ბრალდებით 4 პირი დააკავა
00:38

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბაღდათში ქურდობის ბრალდებით 4 პი...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყველა ვიდეო