პოლიციამ საჩხერეში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

21.02.2020 00:33

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული ჯ.კ., ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში მცხოვრებმა არასრულწლოვანმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, მამას - 1969 წელს დაბადებულ გ.კ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ჯ.კ.-მ, კვალის დაფარვის მიზნით, მოკლული მამის ცხედარი ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოს სარდაფში გადამალა. ასევე, დადგინდა, რომ მომხდარი ფაქტის დროს მამა-შვილი სახლში მარტო იმყოფებოდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მალევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/ Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ავარია ქარელი-ხაშურის მონაკვეთზე
00:29

ავარია ქარელი-ხაშურის მონაკვეთზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შ.პ.ს \"ბურჯი\"
01:40

შ.პ.ს "ბურჯი"

info9 info99

პოლიციამ შეძლებისდაგვარად ყველაფერი გააკეთა - შს მინისტრი

პოლიციამ შეძლებისდაგვარად ყველაფერი გააკეთა - შს მინისტრი

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრობისთვის 25 პირი დააკავა

პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრობისთვის 25 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პოლიციამ ქუთაისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

პოლიციამ ქუთაისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახს...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ნარკოდანაშაულში ბრალდებულების დაკავება

ნარკოდანაშაულში ბრალდებულების დაკავება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პოლიციამ ბოლნისში შვიდი ძროხის ქურდობის ფაქტი გახსნა

პოლიციამ ბოლნისში შვიდი ძროხის ქურდობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პოლიციამ ბოლნისში ჩადენილი ქურდობის ფაქტები გახსნა

პოლიციამ ბოლნისში ჩადენილი ქურდობის ფაქტები გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყველა ვიდეო