შეზღუდვების მოხსნის ეტაპები


თითქმის ერთთვიანი შეზღუდვის შემდეგ თბილისის გახსნის თარიღი ცნობილია.

დედაქალაქში შესვლა და გასვლა 11 მაისიდან იქნება შესაძლებელი. 14 მაისიდან იხსნება რუსთავი და გარდაბანიც. 18 მაისს კი საკარანტინე რეჟიმი გაუქმდება მარნეულში, რომელიც 23 მარტის შემდეგ ჩაკეტილია. თვენახევრიანი პაუზის შემდეგ ორშაბათიდან მუშაობას განაახლებს ყველა სახის წარმოებაც. გაიხსნება საცალო და საბითუმო მაღაზიებიც, რომლებსაც ქუჩიდან ცალკე შესასვლელები აქვთ, გარდა სავაჭრო ცენტრებისა და ფეხსაცმლის და ტანსაცმლის მაღაზიებისა. თუმცა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჯერ ისევ ძალაში რჩება ე.წ. კომენდანტის საათი, რაც ნიშნავს, რომ საღამოს ცხრა საათიდან დილის ექვს საათამდე სახლიდან გასვლა აკრძალულია, დროის ამ მონაკვეთში ისევ მხოლოდ აფთიაქები იმუშავებს. ასევე ნარჩუნდება ის შეზღუდვები, რომლებიც მანქანების მგზავრობისას მგზავრების რაოდენობას და განლაგებას უკავშირდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან