ილია ჯიშკარიანის სასამართლო პროცესი
სექსუალური ხასიათის ძალადობაში ბრალდებულ, „ქართული ოცნებიდან“ თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრის, ილია ჯიშკარიანის სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ ერთსაათიან რეპლიკაში, ბრალდებულის საწინააღმდეგო მტკიცებულებებზე ისაუბრა. როგორც პროკურორმა განაცხადა, გენეტიკური ექსპერტიზით დაზარალებულ თამთა თოდაძის ტანსაცმელზე ჯიშკარიანის დნმ აღმოჩნდა, რაც შემხებლობას ადასტურებს. მისი თქმით, ექსპერტიზამ დაადასტურა თოდაძის სხეულზე დაზიანებებიც, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, მას ბრალდებულმა მიაყენა. ადვოკატის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, თამთა თოდაძემ ბრალდებულზე ფიზიკურად იძალადა და ჯიშკარიანის დნმ დაზარალებულის ტანსაცმელზე ამიტომ აღმოჩნდა. დაცვის მხარის რეპლიკას მოსამართლე 20 მაისს მოისმენს, რის შემდეგაც ილია ჯიშკარიანს საბოლოო სიტყვის თქმის უფლება მიეცემა და მოსამართლე სათათბიროდ, განაჩენის გამოსატანად გავა. „ქართული ოცნების“ ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატს თბილისის საკრებულოში, ილია ჯიშკარიანს მისი ოფისის თანამშრომელი სექსუალური ხასიათის ძალადობაში ადანაშაულებს. თამთა თოდაძემ პოლიციას 2019 წლის 30 სექტემბერს მიმართა. ბრალდებულს გირაო აქვს შეფარდებული. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ჯიშკარიანს 6-9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ილია ჯიშკარიანის სასამართლო პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დღეს საკრებულოს წევრის, ილია ჯიშკარიანის სასამართლო პროცესი...
Georgia Daily
სექსუალურ ძალადობაში მხილებული, „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი თ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ილია ჯიშკარიანის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„საფარი“ მარიამ კუბლაშვილის წინააღმდეგ საჩივარს ამზადებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიება შეეფარდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პროკურატურის უარი ომბუდსმენს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ორგანიზაცია „საფარი“ სასამართლო გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster