ზუგდიდში ოპოზიციის საარჩევნო შტაბთან აქცია გაიმართა


ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბთან ახალგაზრდების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მობრუნებას არ დაუშვებენ. აქციაზე იყვნენ სააგენტო მეველე.ჯის წარმომადგენლები, ისინი გუშინ „ნაციონალურ მოძრაობის“ ოფისთან იყვნენ მობილიზებული და შემდეგ პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს. ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ მოხალისე ჟურნალისტია და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან კითხვები ჰქონდა.

გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ანი წითლიძემ განაცხადა, რომ ეს ადამიანები მათ ოფისს უკანონოდ უთვალთვალებდნენ. აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, თუმცა ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა. აქციის მონაწილეები უკვე დაიშალნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან