"მშვიდობისა და რეინტეგრაციის რეგიონალურმა ქსელმა" შეხვედრა გამართა

12/16/2016
Radio Atinati-ის მიერ

ღონისძიება \"სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე სამშვიდობო პროცესები - არსებული ვითარება და გამოწვევები\" ზუგდიდის რესურს-ცენტრში ჩატარდა და მასში მონაწილეობა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა კონფლიქტის ტრანსფორმაციის მიმართულებით უკვე გადადგმულ ნაბიჯებსა და არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.

\"ყველაზე მეტად ყურადღებას ვამახვილებთ ახალგაზრდებში სამშვიდობო განათლების მნიშვნელობაზე. პროექტში აფხაზებიც არიან ჩართულები. მუდმივად გვაქვს დიალოგი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია\", - აღნიშნა \"მშვიდობისა და რეინტეგრაციის რეგიონალურმა ქსელის\" წარმომადგენელმა როდამ ცომაიამ.

არასამთავრობო ორგანიზაცია ხელმძღვანელის მარინა ფოჩხუას თქმით, ახალგაზრდები ნაკლებად ან საერთოდ არ არიან ინფორმირებულები კონფლიქტის წარმომავლობაზე. მისივე განმარტებით, ნდობის გაღრმავებისთვის აუცილებელია პოლიტიკის შემუშავება და კომპლექსური მიდგომა.

\"არის საჭიროება ახალგაზრდების განათლების, ახალი პოტენიცალის მოზიდვის. სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს აქტიური, რომ ახალგაზრებს მიეცეთ მოტიცავია იქაურებთან დიალოგის, გამყოფი ხაზის იქეთ მყოფ ადამიანებთან ურთიერთობისთვის\".

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მშვიდობის მშენებლობასა და ტოლერანტობას სამხრეთ კავკასიაში არაფორმალური განათლების, სამშვიდობო ინიციატივების წახალისებისა და სამოქალაქო აქტივობის საშუალებით.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან