“დაუპიპინე ბიძინას” - “ევროპული საქართველოს” ზუგდიდის შტაბი ივანიშვილის რეზიდენციამდე ჩავა

10/21/2020
Radio Atinati-ის მიერ

\"ევროპული საქართველოს\" სიმბოლურ აქციას \"დაუპიპინე ბიძინას\" ზუგდიდელი აქტივისტები და მხარდამჭერები შეუერთდნენ.

ისინი მსუბუქი ავტომანქანების კოლონით, საყვირებით, დროშებითა და პლაკატებით ოფისიდან თბილისისკენ გაემართნენ, სადაც აქციას ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან დაასრულებენ.

\"მივადგებით ბიძინას, დავუსიგნალებთ და ვეტყვით, რომ წავიდეს. ეს არის ჩვენი სიმბოლური აქცია და დღეს ბიძინას მთელი საქართველოდან ვეტყვით, რომ მისი დრო დასრულებულია\", - აღნიშნა \"ევროპული საქართველოს\" ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ბათლომე შელიამ.

აქციას საქართველოს მასშტაბით ოპოზიციური პარტიის წევრები მხარდამჭერებთან ერთად უერთდებიან.

რადიო \"ათინათი\"
Website:http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati  
Twitter:  / atinati1059  
  / radioatinat.  .

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან