„დილა პირველზე“, სრული ვიდეოვერსია, 7 ივნისი, 2016


• ანსამბლ ,,დები გოგოჭურების’’ სიმღერას დიდი ხნის ისტორია აქვს. ისინი სისტემატურად მონაწილეობენ სხვადასხვა ფესტივალსა და ფოლკლორულ საღამოებში. ამჯერად კი მათი კონცერტი დღეს, 7 ივნისს 19:00 საათზე გაიმართება. დეტალებით თათია დარასელია.

• თუ ბინის შეძენა გსურთ, მაგრამ გარკვეული პრობლემების გამო ყიდვას მაშინვე ვერ ახერხებთ, თავის დაზღვევის მიზნით, შეგიძლიათ გააფორმოთ ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, სადაც დეტალურად იქნება ორივე მხარის ვალდებულებები. რატომ უნდა გავაფორმოთ ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, სალომე გელაშვილის სიუჟეტიდან გაიგებთ.

• ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების გაფორმების უპირატესობებზე გადაცემის სტუმარი - ნოტარიუსი, დავით იმნაძე საუბრობს.

• \"ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის საქართველოში\"- II ეტაპის საფინანსო შეთანხმებას, რომლის ბიუჯეტი 50 მილიონი ევროა, 26 მაისს მოეწერა ხელი. თემაზე, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ნოდარ კერესელიძე საუბრობს.

• 19 წლის ანი ციციშვილის ულამაზესი და მდიდარი ორანჟერეა ასობით დასახელების მცენარით, ლიკა წიქარიშვილის სიუჟეტში.

• ლია ლიქოკელის ახალი კრებულის - ,,გოგოობის კანონი’’, პრეზენტაცია 8 ივნისს გაიმართება. თამთა ჯინჯოლავას სიუჟეტი.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან