პრემიერი გაერო-ს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციაზე


საქართველოს პრემიერი შარმ ელ შეიხშია და 28-წლიანი ისტორიის მქონე კონფერენციაში მონაწილეობს.

ეგვიპტის არაბთა რეპუბლიკაში გაერო-ს კლიმატის ცვლილების სამიტი გაიხსნა, რომელსაც 120-ზე მეტი ქვეყნის ლიდერები ესწრებიან. რა ზომებს იღებს საქართველო კლიმატური ცვლილებების შედეგად დამდგარი გამოწვევების დასაძლევად - ამ თემაზე ხვალ სამიტის მონაწილეებს ხუთწუთიანი მოხსენებით ირაკლი ღარიბაშვილი მიმართავს. გლობალური კლიმატის შესახებ გაერო-ს წლევანდელ ანგარიშში საკმაოდ მძიმე პროგნოზებზეა საუბარი. საქართველოს პრემიერი სამიტის ფარგლებში დაგეგმილ „მრგვალ მაგიდაშიც“ მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ენერგეტიკის სფეროს და კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებს დაეთმობა.

„მოამბე“ შარმ ელ შეიხშია, - გენო ოსიყმაშვილი დეტალებით.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან