საომარი ვითარება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის
09/29/2020
უკიდურესად დაძაბული ვითარება და საბრძოლო მოქმედებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. ორივე ქვეყნა ინტენსიური შეტაკებების შესახებ იუწყება. სომხური მხარე, აზერბაიჯანის სამხედრო-საჰაერო ძალებს ქალაქ ვარდენისის დაბომბვაში ადანაშაულებს. „ელოდეთ სომხეთის მძლავრ პასუხს“, - წერს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევა სცადეს დაკარგული პოზიციების დასაბრუნებლად, თუმცა მცდელობები აღკვეთეს. მხარეები ერთმანეთს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მისამართით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ. იუწყებიან მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის შესახებ. სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზია, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად ცხრა წლის ბავშვის გარდაცვალების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. ამასთან, მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ შეტაკებების შედეგად, მათ მხარეს გარდაცვლილია 80-ზე მეტი სამხედრო. აზერბაიჯანული მხარის დანაკარგის ზუსტი რაოდენობა უცნობია.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.