დღეს, 22:00 საათზე, "საქართველოს ვარსკვლავის" პირველი ლაივშოუ ჩატარდება


დღეს, ზუსტად 22:00 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მეგაპროექტ \"საქართველოს ვარსკვლავის\" პირველი ლაივშოუ ჩატარდება. კასტინგების შედეგად, ჟიურიმ საუკეთესო ათეული გამოავლინა და ახლა კი მაყურებელმა უნდა შეარჩიოს საქართველოს ვარსკვლავი და ჩვენი ქვეყნის ხმა \"ევროვიზია 2019-ზე\".

ხმის მიცემა უკვე დაწყებულია მაგთის, ჯეოსელისა და ბილაინის აბონენტებისთვის. ასევე, პირველად ქართული შოუების ისტორიაში, მაყურებელს შესაძლებლობა ეძლევა, საკუთარ რჩეულს მხარი სრულიად უსასყიდლოდ, ფეისბუქმესენჯერის საშუალებით დაუჭიროს.

ხმის მიცემა სოციალური ქსელით 12 საათში ერთხელ არის შესაძლებელი. დღეს პირველი არხის ეთერში, პირველ ლაივშოუზე გაირკვევა უკვე იმ რვა კონკურსანტის ვინაობა, რომლებიც ევროვიზიაზე მოსახვედრად ბრძოლას განაგრძობენ.

25 იანვარს, 12:00 საათიდან „საქართველოს ვარსკვლავის“ კონკურსანტებისთვის ხმის მიცემა იწყება.

ხმის მიცემა „ფეისბუქის“ საშუალებით, უფასოდ, 12 საათში ერთხელ შეგეძლებათ.

ხმის მიცემის წესი შემდეგია:

კომპიუტერით, სმარტფონით ან პლანშეტით უნდა შეხვიდეთ „ფეისბუქზე“, მოძებნოთ „საქართველოს ვარსკვლავის“ ოფიციალური ვერიფიცირებული გვერდი, უნდა გახსნათ „მესინჯერი“ და კონკურსანტების ჩამონათვალში მონიშნოთ თქვენი ფავორიტი კონკურსანტის სახელი და გვარი, შემდეგ დააჭიროთ „ხმის მიცემას“ და თქვენი ხმა მიღებულია.

თქვენს რჩეულს მინიჭებულ ნომერზე შეგიძლიათ დაურეკოთ ან დაუმესიჯოთ „ჯეოსელისა“ და „მაგთის“ აბონენტებმა შეუზღუდავი რაოდენობით. ზარის ღირებულება 50 თეთრია.

პირველ ტურში პროექტს დატოვებს ორი კონკურსანტი, ვისაც ხმების ყველაზე ნაკლები რაოდენობა დაუგროვდება.

ხმების დათვლისას ჯამდება თითოეული კონკურსანტის ზარები, მოკლე ტექსტური შეტყობინება და „ფეისბუქით“ მიღებული ხმები. თითოეულ მიღებულ ხმას აქვს ერთი და იგივე ძალა.

მუსიკალური მეგაშოუს „საქართველოს ვარსკვლავის“ ფინალური ათეული ცნობილია.

კონკურსის მთავარი პრიზისთვის, „ევროვიზიის საგზურისთვის“ ოთო ნემსაძე, გიორგი ნაკაშიძე, ნინი ცნობილაძე, მარიამ კახელიშვილი, იკაკო ალექსიძე, თამარ ლაჭყეპიანი, დიმა კობეშავიძე, ლიზა კალანდაძე, გიორგი ფრუიძე და ბესო ნემსაძე იბრძოლებენ.

ლაივშოუები თბილისის საკონცერტო დარბაზში 26 იანვრიდან გაიმართება.




დღეს, ზუსტად 22:00 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მეგაპროექტ \"საქართველოს ვარსკვლავის\" პირველი ლაივშოუ ჩატარდება. კასტინგების შედეგად, ჟიურიმ საუკეთესო ათეული გამოავლინა და ახლა კი მაყურებელმა უნდა შეარჩიოს საქართველოს ვარსკვლავი და ჩვენი ქვეყნის ხმა \"ევროვიზია 2019-ზე\".

ხმის მიცემა უკვე დაწყებულია მაგთის, ჯეოსელისა და ბილაინის აბონენტებისთვის. ასევე, პირველად ქართული შოუების ისტორიაში, მაყურებელს შესაძლებლობა ეძლევა, საკუთარ რჩეულს მხარი სრულიად უსასყიდლოდ, ფეისბუქმესენჯერის საშუალებით დაუჭიროს.

ხმის მიცემა სოციალური ქსელით 12 საათში ერთხელ არის შესაძლებელი. დღეს პირველი არხის ეთერში, პირველ ლაივშოუზე გაირკვევა უკვე იმ რვა კონკურსანტის ვინაობა, რომლებიც ევროვიზიაზე მოსახვედრად ბრძოლას განაგრძობენ.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან