„საქართველოს ვარსკვლავის“ მეოთხე ლაივშოუ 22:00 საათზე დაიწყება


ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საერთაშორისო მეგაპროექტში „საქართველოს ვარსკვლავი“ მონაწილეობას უკვე ექვსი კონკურსანტი განაგრძობს. დღეს მეოთხე ლაივშოუზე ცნობილი ქართველი კომპოზიტორების ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი კომპოზიციები შესრულდება.

თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მეგაპროექტის „საქართველოს ვარსკვლავის“ მეოთხე ლაივშოუ 22:00 საათზე დაიწყება. მაყურებელს შესაძლებლობა აქვს, საკუთარ რჩეულებს მთელი კვირის განმავლობაში, მხარი დაუჭიროს ფეისბუქმესინჯერისა და სატელეფონო ზარების საშუალებით.

ბრძოლას „საქართველოს ვარსკვლავის“ ტიტულისთვის და „ევროვიზია 2019-ის” საგზურისთვის დღეს კიდევ ერთი მონაწილე გამოეთიშება. 


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან