საპროტესტო აქცია ხელფასების გაზრდის მოთხოვნით
ონლაინ კაზინოების კომპანია „გეიმინგ ევოლუშენის“ თანამშრომლებმა, ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, კომპანიის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, უკვე თვეზე მეტია კომპანიისგან კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში ხელფასის მატებას ითხოვენ. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულის პასუხად დამსაქმებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა ათამდე თანამშრომელი. დასაქმებულებმა გაფიცვა გადაწყვიტეს. მათი მოთხოვნებია ხელფასის მატება 25%-ით; გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა; იმის გარანტია, რომ გაფიცვაში მონაწილე არც ერთი დასაქმებულის წინააღმდეგ არ იქნება გამოყენებული რაიმე სახის დისციპლინური ღონისძიება. გაფიცულ თანამშრომლებს მხარდაჭერა გაერთიანებულმა პროფკავშირებმა გამოუცხადეს. რაც შეეხება თავად კომპანიის წარმომადგენლებს, მოამბე მათ კომენტარისთვის დაუკავშირდა, თუმცა „გეიმინგ ევოლუშენის“ ხელმძღვანელობა ჯერჯერობით საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სოციალური აგენტების პროტესტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მეშახტეების პროტესტი ტყიბულში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპროტესტო აქცია ზუგდიდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჭიათურაში მაღაროელების ნაწილი აქციას მართავს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპროტესტო აქცია რუსთავში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„რუსთავის აზოტის“ თანამშრომლების გაფიცვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპროტესტო აქცია ბორჯომში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster