საპროტესტო აქცია ხელფასების გაზრდის მოთხოვნით


ონლაინ კაზინოების კომპანია „გეიმინგ ევოლუშენის“ თანამშრომლებმა, ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, კომპანიის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, უკვე თვეზე მეტია კომპანიისგან კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში ხელფასის მატებას ითხოვენ. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულის პასუხად დამსაქმებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა ათამდე თანამშრომელი.

დასაქმებულებმა გაფიცვა გადაწყვიტეს.  მათი მოთხოვნებია ხელფასის მატება 25%-ით; გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა; იმის გარანტია, რომ გაფიცვაში მონაწილე არც ერთი დასაქმებულის წინააღმდეგ არ იქნება გამოყენებული რაიმე სახის დისციპლინური ღონისძიება. გაფიცულ თანამშრომლებს მხარდაჭერა გაერთიანებულმა პროფკავშირებმა გამოუცხადეს. რაც შეეხება თავად კომპანიის წარმომადგენლებს, მოამბე მათ კომენტარისთვის დაუკავშირდა, თუმცა „გეიმინგ ევოლუშენის“ ხელმძღვანელობა ჯერჯერობით საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან