ზუგდიდში კლინიკა "პერსონა მედი" გაიხსნა (ვიდეო)

09/25/2021
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდში, სამედიცინო-დიაგნოსტიკური ცენტრი \"პერსონა მედი\" გაიხსნა. კლინიკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ისინი რეგიონის მოსახლეობას სხვადასხვა პროფილის კვლევებსა და მაღალკვალიფიციური ექიმების კონსულტაციებს შესთავაზებენ.

\"პერსონა მედის\" დამფუძნებლის ნანა შენგელიას თქმით, კლინიკა ამბულატორიულ სექტორზეა გათვლილი და უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი.

\"შევეცადე ერთ სივრცეში შემექმნა კომფორტული გარემო, სადაც პაციენტი შეძლებს მიიღოს ამბულატორიაზე გათვლილი ყველა მომსახურება. გახსნასთან დაკავშირებით, რამდენიმე სოციალურად დაუცველ ოჯახს ჩაუტარდება უფასო კვლევები და კონსულტაციები. ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია, ჩემი ყოველდღიურობა აქამდეც ყოველთვის ითვალისწინებდა ამას, თუმცა ამჯერად მეტი შესაძლებლობა მეძლევა სიკეთის კეთების, იმ ადამიანების მომსახურების, ვისაც ნამდვილად სჭირდება დახმარება ექიმების მხრიდან\", - თქვა ნანა შენგელიამ.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ დღის განმავლობაში \"პერსონა მედში\" კონსულტაციებს კლინიკა \"ჰელსიკორის\" თბილისიდან ჩამოსული წამყვანი სპეციალისტები ჩაატარებენ. მათ შორის არიან ონკოქირურგი დავით ლოლაძე, კარდიოქირურგი ლევან აროშიძე და ანგიოლოგი გაგა კეშელავა.


რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati  
Twitter:   / atinati1059  
Instagram:   / radioatinati1059fm

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან