NATO-ს ღია კარის პოლიტიკა

19.06.2022 06:35

ევროკავშირის ვერდიქტი 24 ივნისს გახდება ცნობილი, ევროკავშირის სამიტიდან რამდენიმე დღეში კი, მსოფლიო კიდევ ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ელის. მადრიდის სამიტზე, რომელიც 29-30 ივნისს გაიმართება, ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების საკითხს განიხილავენ. ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც ამ პროცესს აფერხებს, თურქეთია, თუმცა, მისი თანხმობის შემთხვევაში, შესაძლოა, ორივე ქვეყანა ნატო-ში სწორედ მადრიდის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღონ. ფინეთის მეზობელი რუსეთის როლი და პროცესები, რომლებიც ნატო-ს გაფართოების შემდეგ, შესაძლოა განვითარდეს, - ამ თემებზე მოამბის კითხვებს შვედური წარმოშობის ფინელი ვეტერანი დიპლომატი და პოლიტიკური ექსპერტი რენე ნიბერგი პასუხობს. მის ინტერვიუს გაბრიელ ნაპოლეონე და ლუკა ჩხაიძე შემოგთავაზებთ ჰელსინკიდან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: