NATO-ს ღია კარის პოლიტიკა


ევროკავშირის ვერდიქტი 24 ივნისს გახდება ცნობილი, ევროკავშირის სამიტიდან რამდენიმე დღეში კი, მსოფლიო კიდევ ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ელის. მადრიდის სამიტზე, რომელიც 29-30 ივნისს გაიმართება, ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების საკითხს განიხილავენ. ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც ამ პროცესს აფერხებს, თურქეთია, თუმცა, მისი თანხმობის შემთხვევაში, შესაძლოა, ორივე ქვეყანა ნატო-ში სწორედ მადრიდის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღონ.

ფინეთის მეზობელი რუსეთის როლი და პროცესები, რომლებიც ნატო-ს გაფართოების შემდეგ, შესაძლოა განვითარდეს, - ამ თემებზე მოამბის კითხვებს შვედური წარმოშობის ფინელი ვეტერანი დიპლომატი და პოლიტიკური ექსპერტი რენე ნიბერგი პასუხობს.

მის ინტერვიუს გაბრიელ ნაპოლეონე და ლუკა ჩხაიძე შემოგთავაზებთ ჰელსინკიდან.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან