ბარბარეს დასახმარებლად!

01/17/2018
Mother's hands-ის მიერ

ბარბარე დახურული სპინაბიფიდით (ხერხემლის თიაქარი) დაიბადა, დაახლოებით ორი თვის იყო ოპერაცია რომ გაუკეთდა, რამაც პარაპარეზი გამოიწვია და პატარა წელს ქვემოთ მოწყდა… გოგონა 4 თვის იყო, ქვედა კიდურების უგრძნობელობა რომ შეამჩნია ექთანმა, ნემსის გაკეთების დროს რეაქცია არ ჰქონდა და მშობლებს ურჩია ნევროპათოლოგისათვის ეჩვენებინათ ბავშვი, რის შემდეგაც ეს შოკისმომგვრელი დიაგნოზი დაისვა… მას შემდეგ ყველა გზას მიმართა ბარბარეს დედიკომ, მაგრამ უშედეგოდ… გასულ წელს პატარამ ფეხი იტკინა და პარაპარეზის გამო ჭრილობა არ შეუხორცდა, გოგონას განგრენა დაემართა და სასწაულით გადაურჩა ამპუტაციას…
რამდენიმე წლის მანძილზე, ბარბარეს დედიკო ცდილობდა, შეეგუებოდა იმ აზრს, რომ მისი ულამაზესი ფერია ფეხზე ვეღარასდროს გაივლის, რომ მთელი ცხოვრება ეტლს უნდა იყოს მიჯაჭვული და ყოველთვის, როცა გარეთ გასვლა მოუნდება, მორიდებით გაიხედოს ჭიშკრისკენ და სევდიანი თვალებით დაელოდოს, იქნებ ვინმე მიუხვდეს სურვილს... რადგან ერიდება შეაწუხოს ვინმე და მძიმე ეტლის გარეთ გაყვანა სთხოვოს... ცდილობდა შეგუებოდა, რომ ამ ანგელოზის ხვედრი ეს იყოს, მაგრამ თითქოს რაღაც არ აძლევდა დანებების საშუალებას და სადღაც ბჟუტავდა იმედი იმისა, რომ როდესმე ეს სანუკვარი ოცნება აუსრულდებოდა, ყველაფერი ამ ოცნების ასრულებას შესწირა, სახლიც დაგირავებული აქვთ და 4 შვილით უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ, აბაზანა და ტუალეტიც კი არ აქვთ სახლში შშმ ბავშვის პატრონებს, მაგრამ არასოდეს დაუჩივლია, ოღონდ კი ბარბარეს ოცნება ასრულებოდა...

და აი, გამოჩნდა ექიმი, რომელმაც მისცა პირობა, რომ ბარბარე თურქეთიდან თავისი ფეხით ჩამოვა.... მაგრამ ოჯახს უკვე რესურსი აღარ აქვს, რადგან ყველაფერი აქ, უშედეგო მკურნალობას და ოპერაციებს შესწირეს... გასულ წელს გოგონას განგრენა დაემართა ფეხზე და ამპუტაციას ძლივს გადაურჩა...

გთხოვთ, წლების ნაფერებ ოცნებას შევასხათ ფრთები და დავეხმაროთ ამ ანგელოზს ფეხზე გაიაროს.... გთხოვთ!....

ჩვენ შეგვიძლია ბარბარეს ბავშვობა დღესასწაულად ვაქციოთ!

მხოლოდ 1 ლარი ან 1 ზარი იქნება საჭირო ყველამ რომ გავიღოთ, ძალიან ძალიან მალე შევძლებდით ბარბარეს გაგზავნას და მისი ოცნების ასრულებას!

თუ ერთად დავდგებით, გავერთიანდებით, ვიცი, ჩვენ ამას შევძლებთ!!!
ჩვენი რეკვიზიტები:
1. საქართველოს ბანკი:
GE51BG0000000668714400
2.თიბისი ბანკი:
GE64TB7015436080100015
3.ლიბერთი ბანკი:
GE86LB0115119616889001
საიდენტიფიკაციო კოდი:
406179987
ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან:
0 901 701 225
ჩარიცხვა შეგიძლიათ საქართველოს ბანკსა და თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატებიდან, ქველმოქმედებაში მოძებნეთ \"დედის ხელები\"
გადარიცხვა შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად, ბარათით ჩვენი საიტიდან
http://mothershandscare.com

ერთად ყველაფერს შევძლებთ!
ჩვენი ხელებით შევცვალოთ სამყარო!