6 წლის ბარბარე პაპუნაშვილს თურქეთში ოპერაცია ესაჭიროება.

01/25/2018
Mother's hands-ის მიერ

6 წლის ბარბარეს, რომელიც წელს ქვემოთ მოწყვეტილია, ოპერაცია საზღვარგარეთ ესაჭიროება. ამისთვის ოჯახმა 28 იანვრამდე 14 ათასი დოლარი უნდა შეაგროვოს, რაც სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის დიდ თანხას წარმოადგენს.

ბარბარე ხერხემლის თიაქრის დიაგნოზით დაიბადა. თვენახევრისას პირველი ოპერაცია ჩაუტარდა. სამედიცინო დასკვნის თანახმად, წარმატებულად. ცოტა ხანში კი უკვე ბრონქიტით საავადმყოფოში მოხვდა, რა დროსაც ექთანმა შენიშნა, რომ ძალიან მწარე წამლების ინექციისას ბავშვს რეაქცია არ ჰქონდა. გაირკვა, რომ ის წელსქვემოთ მოწყდა.

მოგვიანებით ბარბარეს ფეხები გაწვრილება შეამჩნიეს. შარშან კი განგრენა დაეწყო. ამპუტაციას გადაურჩნენ, მაგრამ ტროფიკული წყლული არა და არ ურჩება. მედიკამენტებისთვის, პროცედურებისთვის და ათასი ექიმის ჰონორარისთვის უკვე გახარჯული აქვთ ბარბარეს შემდეგი 3 წლის პენსია. ბანკი სესხს აღარ აძლევთ.

ექიმი ბიულინტ ბოზიგიტი თურქეთის ქალაქ მალატიაში მუშაობს. მის კლინიკაში ბარბარეს ოპერაცია ე.წ. და ვინჩი რობოტით ჩაუტარდება.
ბარბარე პაპუნაშვილი საქველმოქმედო ფონდ \"დედის ხელების\" ბენეფიციარია, მის დასახმარებლად თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშის ნომრებზე:
ჩვენი რეკვიზიტები:
1. საქართველოს ბანკი:
GE51BG0000000668714400
2.თიბისი ბანკი:
GE64TB7015436080100015
3.ლიბერთი ბანკი:
GE86LB0115119616889001
საიდენტიფიკაციო კოდი:
406179987
ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან:
0 901 701 225
ჩარიცხვა შეგიძლიათ საქართველოს ბანკსა და თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატებიდან, ქველმოქმედებაში მოძებნეთ \"დედის ხელები\"
გადარიცხვა შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად, ბარათით ჩვენი საიტიდან
http://mothershandscare.com

ერთად ყველაფერს შევძლებთ!
ჩვენი ხელებით შევცვალოთ სამყარო