www.Mtisambebi.ge - „1990 წელს ვცადეთ არხოტის მოძლიერება. ამღა, ჭიმღა და ახიელი - სამ სოფელში 10 კომლი ჩავასახლეთ, ვერტმფრენით გადავიყვანეთ. ეს იყო აუცილებელი, სულ რომ არ დაცარიელებულიყო არხოტი. ტერღაში, საზღვართან, სადაც ახლა ჩვენი საგუშაგოა, იქ უკვე ინგუშეთიდან გადმოსულები იყვნენ, ცხვარი ედგათ. უპატრონო მიწას ეპატრონებოდნენ“, - კამპანიას #გადავარჩინოთამღა ამღიონი გოგი წიკლაური შემოუერთდა.