მსოფლიო ბანკის ექსპერტმა ზუგდიდელ მეწარმეებს ტრენინგი ჩაუტარა

05/25/2017
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდში ადგილობრივ მეწარმეებს მცირე და საშუალო ბიზნესის მართვის საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ. ღონისძიება ბიზნესგაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრას მსოფლიო ბანკის ექსპერტი ალექსი ვოლინეტი უძღვებადა. ბიზნესგაერთიანების ვიცე პრეზიდენტის დანიელ გახარიას თქმით, აღნიშნული ტრენინგების მიზანია ამ სფეროში არსებული და აპრობირებული მეთოდების გაცნობა, რაც ბიზნესის განვირარების მნიშვნელოვანია.

„მეწარმეები მიიღებენ ინფორმაციას იმის შესახებ თუ როგორ უნდა განავითარონ ბიზნესი. მართვა მართვის გარეშე - ეს არის ახალი უნიკალური სიტყვა, მათთვის ვისაც მცირე ბიზნესი აქვს და საკუთარი შესაძლებლობებით სურს გაფართოება“, - აღნიშნა დანელიამ.

აღნიშნული ტერნინგი ადგილობრივი თვითმმართველობის მზარდაჭერით ტექნოპარკში გაიმარა. მას ადგილობრივი მცირე და საშუალო მეწარმეები დაესწრნენ.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati.  .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან