„ევროპული საქართველოს“ მართლმსაჯულების რეფორმის პრეზენტაცია


ვაკე-საბურთალოს საარჩევნო შტაბში, გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარმა კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ და ოთარ კახიძემ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის პრეზენტაცია გამართეს. შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებასა და მართლმსაჯულების სისტემაზე ისაუბრეს. ნაფიცი მსაჯულები, უცხოელი მოსამართლეები, პოლიციის გამჭვირვალობა, სახალხო დამცველის მანდატის ზრდა, პროკურატურის რეფორმა და განზრახ მკვლელობის მუხლებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრება - ეს იმ რეფორმათა ნაწილია, რომლის გატარებასაც „ევროპული საქართველო“  არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან