0
„ჩვენ მოვუწოდებთ დარჩენილ ოპოზიციურ პარტიებს და პარლამენტის ინდივიდუალურ წევრებს, გამოიჩინონ ანალოგიური გამბედაობა და იმოქმედონ საქართველოს კეთილდღეობისთვის, რათა პოლიტიკური კრიზისი სრულად და საბოლოდ დარჩეს წარსულში“, – ამის შესახებ სამი ევროპარლამენტარის, მარინა კალიურანდის, ვიოლა ფონ კრამონისა და სვენ მიქსერის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. „ჩვენ მთელი გულით მივესალმებით 19 აპრილს, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას შორის მიღწეულ შეთანხმებას, რომ საქართველოში პოლიტიკური ჩიხი დასრულდეს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი ახალი დეტალური წინადადების - „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერით. ახალი ტექსტი უფრო ფართოდ პასუხობს პოლიტიზებული მართლმსაჯულების საკითხებს, საარჩევნო რეფორმის ჩარჩოსა და მართლმსაჯულების რეფორმის გაუმჯობესებას. ჩვენ გვჯერა, რომ ეს წინადადება არის პოლიტიკურად დაბალანსებული და საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებსა და ლეგიტიმურ მოლოდინებს დისკუსიის ცენტრში აქცევს. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს პარლამენტი სრულად ფუნქციონირებას შეძლებს უახლოეს მომავალში და უზრუნველყოფს, რომ შეთანხმება სრულად არის ამოქმედებული, როგორც სიტყვიერად, ისე სულისკვეთებით. ევროპარლამენტი მზადაა, საქართველოს პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა გააგრძელოს, გაუწიოს მხარდაჭერა, მათ შორის საპარლამენტო, საარჩევნო დიალოგისა და სხვადასხვა პოლიტიკურ ფრაქციას შორის მედიაციის გზით“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
მსგავსი ვიდეოები
ეკონომიკის სამინისტრო მონოპოლიას ახალისებს 27 11 17
Stop Corruption
როგორ ნახოთ უფასოდ ვინ გამოგიგზავნათ NGL შეტყობინებები |ნახე...
Solution Exclusive
"ხალხისადმი ასე მიმართვა არ შეიძლება" - ილიას ზუროსის მუშაობ...
ტვ პირველი • TV Pirveli
გაკვეთილი 33
Oleg Dangadze
საახალწლო
merry bendeliani
ინგლისური ენის შესწავლა ასევე
Georgian
როგორ ვცეკვავ მოგწონთ მაშინ ლაიქები მოაყარეთ
გიორგი გელაშვილი
ორგანიზებული და წახალისებული ძალადობა ოპოზიციაზე | ნუგზარ წი...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi