კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია საქართველოშია


კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე საქართველოშია - პირველი პარტია სპეციალური რეისით ოთხი საათის წინ ჩამოიტანეს.  საქართველომ „კოვაქს“ პლატფორმის საშუალებით მიიღო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზა, რომელიც რეგიონებში გადანაწილდება და მისი გამოყენება უკვე 15 მარტიდან დაიწყება.

პირველ ეტაპზე ვაქცინაცია ჩაუტარდებათ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს. უახლოეს კვირებში საქართველომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 129 600 დოზა უნდა მიიღოს. მომდევნო ეტაპზე იგეგმება „ფაიზერ-ბიოენტექის“ ვაქცინის შემოტანაც.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან