ჭურღულია არცთუ მრავალრიცხოვანი გვარია. 1995 წელს მთელს საქართველოში სულ 821 ჭურღულია აღირიცხა. გვარის ძირი სამკვიდრო სოფელია ლეჭურღულე, რომელმაც გვიან საჭურღულიოს სახელი მიიღო. სწორედ აქ ცხოვრობს ჭურღულიების 67 კომლი. გარდა ამისა ჭურღულიები მკვიდრობენ სოფლებში : კახათი , ყულიშკარი, რიყე, ახალსოფელი, ინგირი.
გვარსახელ ჭურღულიას ეტიმოლოგიის შესახებ რამოდენიმე მოსაზრება არსებობს. ჟურნალისტ ენვერ ჩიქავას სიტყვებით, რომ ვთქვათ, შესაძლოა ამ გვარსახელში ,,ბგერების გადაადგილებასთან „ გვქონდეს საქმე და გვარ ,,ჭურღულია”-ს ფუძეს გალობის, ჭიკჭიკის აღმნიშვნელი მეგრული სიტყვა ღურჭული წარმოადგენს. ,,თუ ეს ასეა - წერს ის - ჭურღულიათა წინაპარი მომღერალ-მგალობელი ჩანს”.
გალობის აღმნიშვნელი მეგრულ ღურჭულ სიტყვას მიიჩნევს ამ გვარსახელის შემადგენლად პაატა ცხადაია.
ისტორიკოსის და მკვლევარის აბესალომ ტუღუშის გამოუქვეყნებელი მასალების მიხედვით მომზადებული რუბრიკა \"გვარის ისტორია\" შეგიძლიათ მოისმინოთ ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს 8.05-ზე რადიო „ათინათის“ ეთერში
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: / rado.atinati. .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/