დავით ბაქრაძის განცხადება - შეფასებები


მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს აგვისტოს ომზე გაკეთებული განცხადებები კიდევ ერთხელ გაუხსენეს.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ციტატებს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ იყენებს.

საქმე ეხება 2008 წლის საომარ მოქმედებებზე ჰააგაში მიმდინარე სამართლებრივ დავას.

ოპონენტები დოკუმენტსაც აქვეყნებენ, რომელსაც მმართველი გუნდი სიცრუეს უწოდებს, თუმცა შესაბამისი არგუმენტების წარმოდგენას სამომავლოდ აანონსებს.

მანამდე კი, „ქართულ ოცნებას“ პასუხის გაცემა უწევს კითხვაზე, წაკითხული აქვთ თუ არა მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის წიგნი, სადაც სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომსაც ეხება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან