გვარის ისტორია - ნოდია
გვარსახელი ნოდია თიკუნური წარმოშობისა ჩანს. მეგრულში ნოდია ნიშნავს, როგორც ახლომხედველს, ბეცს, ასევე ზარმაცსა და ზანტ, ნელად მავალს. ამ სიტყვის ეს ორი მნიშვნელობა კარგად ჩანს მეგრული გამოთქმებიდან : ,,ბუგაშ გური ნოდია რე”- ბეცის გული მშიშარაა (კ.სამუშია, ქართ ზეპირსიტყვიერება. მეგრული ნიმუშები, გვ.14) ჩქიმი ცხენი ნოდია რე - ჩემი ცხენი ზანტია (ო.ქაჯაია, მეგრული ლექსიკონი,II,გვ.394). მაგრამ ეს გვარსაელი შეიძლება ამ გვარის წინაპრის ისეთი თვისების დახასიათების შემცველ თიკუნისგან იყოს ნაწარმოები, როგორიცაა სხვათა შველა, შეწევნა, რადგან ნოდი მეგრული კანონზომიერი შესატყვისია ქართული ნადი-საა. ნოდია კი ისეთ კაცს შეიძლებოდა შერქმეოდა ზედმეტ სახელად ვინც ნიადაგ სხვის შეწევნა - დახმარებაში იყო. ამრიგად, ამ გვარსახელის წარმოშობა შეიძლებოდა გვარებით თიკუნისა, რომელიც ნოდიების წინაპრს შეიძლებოდა დარქმეოდა, როგორც მისი სიბეცი (ახლომხედველობის), სიზარმაცის, სიზანტის, ასევე ისეთი კეთილშობილური თვისების გამო, როგორიცაა სხვათა დახმარება, სხვათა შველა. გადმოცემით ნოდიები, ცხენის ქურდობაში ტოლს არ უდებდნენ დანელიებს. როგორც ჩანს იმხანად ვაჟკაცობის საზომად მიჩნეული მათი ეს საქმიანობაა ასახული ერთ ძველ ლექსში, რომელიც თავის დროზე ჩაუწერია იოსებ ყიფშიძეს: - პაპა ნოდია, - ღუმა სო რდია, - ოხირუსია, - მუ იხირია ? - ჭაკი ცხენია... ისტორიკოსის და მკვლევარის აბესალომ ტუღუშის გამოუქვეყნებელი მასალების მიხედვით მომზადებული რუბრიკა "გვარის ისტორია" შეგიძლიათ მოისმინოთ ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს 8.05-ზე რადიო „ათინათის“ ეთერში რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ლიზა ბაგრატიონი - სამეფო გვარი; ლიზას ანდერძი; პანაშვიდის სც...
კაცები clips
40 საინტერესო ფაქტი (VI ნაწილი)
ისტორია - საინტერესო ფაქტები
გვარის ისტორია - ჟვანია
Radio Atinati
გვარის ისტორია - ჯიქია
Radio Atinati
გვარის ისტორია - ნორაკიძე
Radio Atinati
გვარის ისტორია - ქარდავა
Radio Atinati
გვარის ისტორია - კვაშილავა
Radio Atinati
გვარის ისტორია - ალანია
Radio Atinati