ზელენსკის მოწოდება - პოლიტიკური შეფასებები
უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს. ვოლოდიმირ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას ითხოვს. დღის ბოლოს ამავე მოწოდებას იმეორებს უკრაინელი მაღალჩინოსანი მიხაილო პოდოლიაკიც, რომელიც უკრაინის მოქალაქე ყოფილი პრეზიდენტის საკუთარ ქვეყანაში მისაღებად მზად არის. კიევიდან მიმართვებს არაერთგვაროვნად ხვდებიან თბილისში. სააკაშვილის პარტია ხელისუფლებისგან დროულ რეაგირებას ელოდება. ოპოზიციის ნაწილისთვის კი ზელენსკის მოწოდება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაა. ომში მყოფი ქვეყნის პირველი პირის გზავნილს საკმაოდ მწვავე რეაქციები მოჰყვა მმართველი გუნდის მხრიდან, რომელიც ზელენსკის თხოვნას საქართველოში ომის მეორე ფრონტის გახსნის ჩავარდნილი გეგმის კონტექსტში განიხილავს და უკრაინის პრეზიდენტს კითხვებით მიმართავს. „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ლიდერებს ჯანმრთელობის თემის პოლიტიზირებისგან თავის შეკავებას ურჩევს და მოუწოდებს, სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდონ. ექს-პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების შუამდგომლობაზე მოსამართლე გიორგი არევაძე 22 დეკემბერს იმსჯელებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პოდოლიაკის მორიგი გზავნილი - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 7 ოქტომბერი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზელენსკის განცხადება სააკაშვილზე - გამოხმაურებები თბილისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინის პრეზიდენტის განცხადება სააკაშვილზე - გამოხმაურებებ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ვისაც ხელში იარაღის დაჭერა შეგიძლიათ, გაანადგურეთ ოკუპანტებ...
TV IMEDI
მეცხრე დღეა მსოფლიო პუტინის ომის პირობებში ცხოვრობს
TV IMEDI
ქრონიკა 20:00 საათზე - 9 მარტი, 2022 წელი
TV IMEDI