სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა


საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის შესახებ, საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, თავდაცვის სამინისტროების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურის და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში დაგეგმილ რეფორმაზე, რომელიც პროკურორის და გამომძიებლის საპროცესო უფლება-მოვალეობების და ფუნქციათა გამიჯვნის შესახებ ცვლილებას გულისხმობს.
შეხვედრა საქართველოს გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ, ბაკურ აბულაძემ გახსნა. მან ყურადღება გაამახვილა გამოძიების მიმდინარეობისას, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე საგამოძიებო საკითხებში პროკურორის ჩართულობის კონკრეტულ საფუძვლებსა და შედეგებზე.

ვრცლად: https://pog.gov.ge/news/saqarTvelos-g...

ვიდეოები „საქართველოს პროკურატურა"-ისგან