აქცია და დაპირისპირება სასამართლოსთან


თბილისის საქალაქო სასამართლოსთან პროცესის დაწყებამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვდნენ. ადგილი ჰქონდა დაპირისპირების რამდენიმე ეპიზოდს. აქციის მონაწილეებმა რამდენჯერმე სცადეს აღმაშენებლის ხეივანში საავტომობილო გზის გადაკეტვა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა. სამართალდამცავებს უსაფრთხოების კორდონი ჰქონდათ მოწყობილი სასამართლოს ეზოსთან. მათ ასევე რამდენჯერმე გაათავისუფლეს აქციის წევრებისგან საავტომობილო გზა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული წესით დააკავეს 15 მოქალაქე. მათ შორის გიგი უგულავა. ერთ შემთხვევაში პოლიციამ გამოიყენა წიწაკის სპრეი. შეუძლოდ გახდა რამდენიმე ადამიანი. დახმარება მათ ადგილზე მყოფმა სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა აღმოუჩინეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, პოლიტიკურ ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, - აცხადებენ შსს-ში.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან