აქცია ბათუმში
ხმაური იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან. 2 მარტს, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მომხდარი დაპირისპირების გამო დაკავებული პირების ახლობლებმა, ბადრაგის ავტომანქანას, რომლითაც სასამართლოდან პატიმრები გამოჰყავდათ, გადაადგილების საშუალება არ მისცეს. საქმეზე დღეს მორიგი პროცესი გაიმართა. ახლობლები აცხადებენ, რომ დაკავებულები უსამართლოდ იმყოფებიან პატიმრობაში და საქმის განხილვა ხელოვნურად ჭიანურდება. ბადრაგის ავტომანქანის გატარება მოგვიანებით პოლიციამ კორდონით უზრუნველყო. 2 მარტს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დაჭრეს, ხუთს კი, სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს. 3 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტზე 5 პირი დააკავა, მათ შორის ერთი, გამოძიების ვერსიით, შეიარაღებული იყო ცეცხლსასროლი იარაღით. ვერ დააკავეს კიდევ ერთი პირი, რომელმაც გამოძიების ვერსიით, ორი ადამიანი დანით დაჭრა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
აქცია ბათუმში
TV IMEDI
აქცია ბათუმში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია ბათუმში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია ბათუმში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია ბათუმში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია ბათუმში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია ბათუმში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია ბათუმში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster