ეთნოფესტი 2016
23-25 სექტემბერს, თბილისში ტრადიციული რეწვისა და დიზაინის პირველი საერთაშორისო სამიტი - "ეთნოფესტი 2016" გაიმართება. ღონისძიება 23 სექტემბერს, ექსპოჯორჯიაში გაიხსნა. გახსნის ცერემონიას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. ტრადიციული რეწვისა და დიზაინის პირველი საერთაშორისო სამიტში მონაწილეობს 250-ზე მეტი ქართველი ოსტატი, ასევე ხელნაკეთი ნივთების მწარმოებლები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და სლოვაკეთიდან; პროექტის ფარგლებში, სამი დღის განმავლობაში, ექსპერტები დაინტერესებული საზოგადოებისთვის, საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების შესახებ, ჩაატარებენ საგანმანათლებლო ტრენინგებსა და მასტერკლასებს. ტრადიციული რეწვისა და დიზაინის თბილისის საერთაშორისო სამიტი, ხელნაკეთი ნივთების პირველი ფართომასშტაბიანი გამოფენაა სამხრეთ კავკასიაში. ღონისძიება "ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის" პროექტის - "ტრადიციული რეწვა, პლატფორმა ეკონომიკური განვითარებისთვის" და ევროკავშირის პროექტის Investing in People პროგრამის ფარგლებში იმართება. http://culture.gov.ge/
მსგავსი ვიდეოები
ეთნოფესტი 2016
culturegovge culturegovge
ეთნოფესტი 2020
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეთნოფესტი 2018 - რეწვისა და დიზაინის თბილისის საერთაშორისო ს...
TV IMEDI
ეთნოფესტი 2018 გაიხსნა
Stu Net
ეთნოფესტი 2020-ის გახსნა/ETHNOFEST 2020 opening
Tbilisi ETHNOFEST
ეთნოფესტი 2022 - ადგილობრივი და უცხოელი წარმომადგენლების ხელ...
TV IMEDI
„ეთნოფესტი-2022“ დასრულდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"ეთნოფესტი 2022"
Euronews Georgia