ეთნოფესტი 2016

09/24/2016
culturegovge culturegovge-ის მიერ

23-25 სექტემბერს, თბილისში ტრადიციული რეწვისა და დიზაინის პირველი საერთაშორისო სამიტი - \"ეთნოფესტი 2016\" გაიმართება.
ღონისძიება 23 სექტემბერს, ექსპოჯორჯიაში გაიხსნა. გახსნის ცერემონიას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ტრადიციული რეწვისა და დიზაინის პირველი საერთაშორისო სამიტში მონაწილეობს 250-ზე მეტი ქართველი ოსტატი, ასევე ხელნაკეთი ნივთების მწარმოებლები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და სლოვაკეთიდან; პროექტის ფარგლებში, სამი დღის განმავლობაში, ექსპერტები დაინტერესებული საზოგადოებისთვის, საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების შესახებ, ჩაატარებენ საგანმანათლებლო ტრენინგებსა და მასტერკლასებს.
ტრადიციული რეწვისა და დიზაინის თბილისის საერთაშორისო სამიტი, ხელნაკეთი ნივთების პირველი ფართომასშტაბიანი გამოფენაა სამხრეთ კავკასიაში.
ღონისძიება \"ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის\" პროექტის - \"ტრადიციული რეწვა, პლატფორმა ეკონომიკური განვითარებისთვის\" და ევროკავშირის პროექტის Investing in People პროგრამის ფარგლებში იმართება.





http://culture.gov.ge

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან