აქციაზე დაშავებული ჟურნალისტები

21.06.2019 02:36

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე დაშავდნენ ჟურნალისტებიც. მათგან ხუთი საქართველოს პირველი არხის თანამშრომელია. სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიიღეს. ყველაზე რთული ჩვენი ჟურნალისტის, ლიკა ალელიშვილის მდგომარეობა იყო, რომელსაც რეზინის ტყვია ფეხის არეში მოხვდა. ტყვია სხეულში გაიჭედა და გამოიწვია სისხლდენა. ლიკა ალელიშვილს დასჭირდა გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა. ის ამ დრომდე კლინიკაში რჩება. დაშავებული არიან საქართველოს პირველი არხის ოპერატორები: გიორგი პაჭიკაშვილი, სანდრო ბერაძე და კახა ჯონჯუა. კახა ჯონჯუაც ამ დრომდე კლინიკაში რჩება. მას დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული. არსებობდა თვალის დაზიანების ეჭვიც. გადაღებისას დაშავდა „მოამბის“ კიდევ ერთი ჟურნალისტი ნიკა მუხიგულაშვილი. პოლიციელები მას ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი დააკავეს. ის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და პოლიციას ჟურნალისტის დამადასტურებელი საბუთიც აჩვენა. პოლიციამ დააზიანა „მოამბის“ ვიდეოკამერაც. ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ოპერატორსაც, რომელსაც გადაღებული მასალის წაშლას სთხოვდნენ. ნიკა მუხიგულაშვილი პოლიციიდან უკვე გაათავისუფლეს. სამსახურში დაბრუნების შემდეგ მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. ექიმებმა მისი ჰოსპიტალიზების რეკომენდაცია გასცეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაშავებული ჟურნალისტები ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაიბარეს
04:13

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაშავებული ჟურნალისტები...

ტვ პირველი • TV Pirveli

დაშავებული ჟურნალისტების ჯანმრთელობის მდგომარეობა
01:24

დაშავებული ჟურნალისტების ჯანმრთელობის მდგომარეობა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დაშავებული ჟურნალისტების ჯანმრთელობის მდგომარეობა
01:50

დაშავებული ჟურნალისტების ჯანმრთელობის მდგომარეობა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დაშავებული ჟურნალისტების ჯანმრთელობის მდგომარეობა
01:23

დაშავებული ჟურნალისტების ჯანმრთელობის მდგომარეობა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ნიკოლოზ ლალიაშვილი \"იმედის ფაქტორში\"

ნიკოლოზ ლალიაშვილი "იმედის ფაქტორში"

TV IMEDI

აქციაზე დაკავებული ირაკლი აბსანძე გათავისუფლდა
00:25

აქციაზე დაკავებული ირაკლი აბსანძე გათავისუფლდა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულები
02:10

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ჰომოფობიურ აქციაზე დაზარალებული მედია სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლას იწყებს
09:04

ჰომოფობიურ აქციაზე დაზარალებული მედია სამართლიანობის აღდგენი...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ყველა ვიდეო