გუბერნატორმა წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა


5 ოქტომბერს, ჟიული შარტავას სახელობის, რუსთავის #4 საჯარო სკოლაში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ქვემო ქართლის მასშტაბით წარჩინებულ მოსწავლეებს, პერსონალური კომპიუტერები გადასცა.

მოსწავლეების დააჯილდოებაში მონაწილეობა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს.

რეგიონის მასშტაბით, პერსონალური კომპიუტერი, სულ 173 წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცა, რომლებმაც განათლების საბაზისო კურსი უმაღლესი შეფასებით დაასრულეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ცენტრალური ხელისუფლების, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებისა და სკოლების წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლის რეგიონში, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების, რიცხვი მზარდია და დინამიკა წლიდან-წლამდე უმჯობესდება.
#ქვემოქართლი2018
#წარმატებულიმოსწავლეები2018
#გუბერნატორი2018
#შოთარეხვიაშვილი2018

ვიდეოები „ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია"-ისგან