თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა
1 დეკემბერს, კინოთეატრ ამირანში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის რიგით მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა. ფესტივალის გახსნას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო. ფესტივალი რეჟისორ მოჰსენ მახმალბაფის სცენარის მიხედვით გადაღებული ფილმით „პრეზიდენტი“ გაიხსნა. ყოველწლიურად ფესტივალი ერთი კონკრეტული საზოგადოებისთვის აქტუალური პრობლემის ან თემის გარშემო ერთიანდება, რომელსაც სპეციალური სექციით ეხმიანება. ამჯერად თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ თემას გარემოს დაცვა წარმოადგენს. ფესტივალის ოფიციალური ფერი მწვანეა, რაც მწვანე აქტივიზმს, ეკო-ცნობიერების ამაღლებასა და ადამიანის ბუნებასთან სიახლოვეს განასახიერებს. შესაბამისად, სპეციალურ სექციაში წარმოდგენილი იქნება ფილმები, რომლებიც სწორედ აღნიშნული თემატიკის ირგვლივ ერთიანდება. თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მასტერკლასები, რომლებსაც სტუდენტებისა და კინომოყვარულებისთვის სპეციალურად მოწვეული კინომცოდნეები ჩაატარებენ. თბილისის რიგით მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 1-7 დეკემბერს ჩატარდება. ფესტივალის პროგრამა იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://www.tbilisifilmfestival.ge/pub... http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
ბათუმის კინო-ფესტივალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალი
kinoafisha. ge
თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალი
Tornike Bardavelidze
თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალი (1-7.12.14) - ქარ...
kinoafisha. ge
თბილისის მე 15 საერთაშორისო კინოფესტივალი - პრეზიდენტი
Tornike Bardavelidze
1-7 დეკემბერს „თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალი“ გა...
Tbilisi City Hall Presscentre
GDS დილა 25.11.2014 - ''თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტ...
GDSTVDILAOFFICIAL
გიორგი მეგრელიშვილი - თბილისის მე-15 საერთაშორისო კინო ფესტი...
kinoafisha. ge