ყაზახეთის მოქალაქის გარდაცვალების საქმე

12.05.2021 00:37

თბილისში 26 წლის ყაზახეთის მოქალაქის თვითმკვლელობის მიყვანის ბრალდებით დაკავებული ბესო თოდუას უფლებადამცველი სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელებულ ჩანაწერებს ეხმაურება. ლაშა შუკაკიძის განცხადებით, გავრცელებული ნაწყვეტებით საზოგადოება არასწორ შეფასებებს აკეთებს.

მისი თქმით, სრული აუდიოჩანაწერის მოსმენის შემდეგ დადასტურდება, რომ ბრალდებულს გარდაცვლილზე არ უძალადია. ცნობისთვის, საქმეზე ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა 8 მაისს შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სასჯელი 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Compania

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო