ბრალდებულის დაკავება
26 წლის ყაზახი გოგონას ასელ აიტპაევას გაუპატიურებაში ბრალდებული მურად მეირბეკოვი პოლიციამ ყაზახეთში, ნურ სულთანში დააკავა. გარდაცვლილის ოჯახის წევრების განცხადების საფუძველზე, მეირბეკოვი მისსავე საცხოვრებელ სახლში დღეს დილით აიყვანეს. მეირბეკოვს პოლიცია ადამიანებით ვაჭრობას ედავება. მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. საქართველოს პროკურატურამ გაუპატიურების ორი ეპიზოდის ფაქტზე ყაზახეთის მოქალაქეს ბრალდება 14 მაისს წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 28-29 აპრილს, რუსთავში, მეირბეკოვმა ფიზიკური ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით ასელ აიტპაევასთან არანებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი ორჯერ დაამყარა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილის ორი ეპიზოდისთვის, გაუპატიურებისთვის დაუსწრებლად წარედგინა, რაც 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ასევე, გოგონას გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, 7 მაისს, ბრალი წარედგინა ბ.თ.-ს, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მკვლელობაში ბრალდებულის დაკავება
tv obieqtivi
ცხრა წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვარკეთილში ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავება
Tiflisi 24
ბარნოვის ქუჩაზე ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულის დაკავება
MULTIMEDIA GE
ქობულეთის ტრაგედიაში ბრალდებულის დაკავება /2030 (19.11.2015....
2030 Official
მამუკა ჭელიძის ბრიფინგი მკვლელობაში ბრალდებულის დაკავებაზე
News - online
ძებნილი პირის დაკავება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ყაჩაღობის მცდელობა თბილისში
TV IMEDI