ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა

12.04.2021

საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა. ვატო შაქარიშვილის განმარტებით, მიზანი ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევისთვის მუშაობაა. მოძრაობა აქტიურ ზედამხედველობას განახორციელებს როგორც ხელისუფლებაზე, ასევე ყველა პოლიტიკურ აქტორზე. შაქარიშვილის თქმით, მოსახლეობის რეალური პრობლემები პოლიტიკოსებს არ ახსოვთ და აუცილებელია მათი მოგვარება და საზოგადოების დახმარება. შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ დაფუძნებასთან დაკავშირებით, მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ ცხრა აპრილს გამართულ აქციაზე განაცხადა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: