ხმაური ბიუროს სხდომაზე

16.12.2019

ხმაური საქართველოს პარლამენტში. სიტყვიერი დაპირისპირება ბიუროს სხდომაზე მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა და „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგო რატიანი საკანონმდებლო ორგანოს სპიკერს ახსნა განმარტებას სთხოვდნენ, - რატომ არ მიეცათ ოპოზიციის დეპუტატებს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირების მონახულების უფლება. კამათის გამო არჩილ თალაკვაძემ თინა ბოკუჩავასა და სერგო რატიანს ბიუროს სხდომა მანდატურების დახმარებით დაატოვებინა. მომხდარის დეტალებს თეონა მანაგაძე გაგვაცნობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: