უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია - პარლამენტის ბიუროს სხდომა


მწვავე კამათი მოჰყვა დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტზე მსჯელობას. ოპოზიცია კვლავ მოითხოვდა პროექტში „რუსეთის ფედერაციის“ აგრესორ სახელმწიფოდ ხსენებას, რასაც უმრავლესობა არ იზიარებს. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, პოლონეთის სეიმმა მიიღო რეზოლუცია, სადაც პირდაპირ არის საუბარი უკრაინის მიმართ რუსეთის ფედერაციის აგრესიულ მოქმედებებზე. მათი თქმით, რუსეთის ქმედებების დაგმობას უკრაინის რადაც ხაზგასმით ითხოვს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, მომზადებული პროექტი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს. მისი თქმით, დოკუმენტი უკრაინელი ხალხის ინტერესებს გამოხატავს და ქვეყნის სუვერენიტეტს მხარს უჭერს. მამუკა მდინარაძე დაინტერესდა, დაუჭერს თუ არა ოპოზიცია პლენარულ სხდომაზე პროექტს მხარს. „საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტს უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხვალ განიხილავენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან