თომა კალანდაძე • რატომ #არანამახვანისჰესებისკასკადს

06/29/2020

© https://mtisambebi.ge/ - „1 კილოგრამი უსახელაურის ყურძენი 15 ლარი ღირს, სახლის პირობებში დაყენებული ღვინო 70 ლარი. თუ ბოთლში ჩამოასხამ და კარგ მაღაზიაში შეიტან, უფრო მეტი ფასი აქვს. უსახელაურს გამორჩეული გემოვნური თვისებები აქვს. ნამახვანის ჰესების კასკადი თუ აშენდა და აქაურობა დაიტბორა, კლიმატი თუ შეიცალა, ნისლიანობას გამოიწვევს. ერთი მთა გვყოფს - ხვამლი. ნისლი ყურძენს გააფუჭებს, იმ თვისებებს დაუკარგავს. არადა, მობრუნდა ხალხი. რაც აკაცია და ეკალი იყო უპატრონობისგან, იჩეხება. მის ადგილას უსახელაურის ვაზი ირგვება. ხალხს აქ ცხოვრების სტიმული მიეცა. ეს იმედი რომ ჩამიკლას ვინმემ, არ გამოვა. ნუ ვიზამთ, რომ ისევ წავიდნენ, ისევ ეკალ-ბარდი გაჩნდეს, ისევ დავიცალოთ“, - თომა კალანდაძე - სოფელი ოყურეში, ლეჩხუმი.

ვიდეოები „Mtisambebi / მთის ამბები"-ისგან