საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი

01.04.2024 03:46

„ქართული ოცნება“ მიმდინარე კვირაში დააინიცირებს  ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს. დოკუმენტი ეხება ქორწინების დეფინიციას, შვილად აყვანის საკითხებს, ასევე, სქესის შეცვლის სამედიცინო სერვისებს. კანონპროექტში შესატანი რვა მუხლი ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ არის მიმართული. ოპოზიციის ნაწილი დისკუსიაში ჩართვას აანონსებს, ნაწილი კი მმართველ გუნდს არასრულწლოვნებით მანიპულაციაში ადანაშაულებს და ამ ცვლილებებს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად აღიქვამს. აღსანიშნავია, რომ მმართველ გუნდს საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს, შესაბამისად, უზენაეს კანონში სიახლის შესატანად ოპოზიციის ხმებიც დასჭირდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: