საარჩევნო ბარიერი ხუთიდან სამ პროცენტამდე მცირდება. შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა, მისი ინიცირება 29 მარტის ბიუროს სხდომაზე მოხდება. ცვლილებები „ქართულ ოცნებასა” და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებულ მემორანდუმს ეფუძნება. საარჩევნო ბარიერის გარდა, იცვლება ფრაქციის დაკომპლექტების წესიც. ფრაქციის შექმნა შვიდი დეპუტატის ნაცვლად ოთხ დეპუტატს შეეძლება. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, პარლამენტში ამ დროისთვის 96 დეპუტატია. ცვლილებების მიღებას პოლიტიკურ ბოიკოტში მყოფი ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა სჭირდება. დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრეს შალვა პაპუაშვილმა და ლევან იოსელიანმა, სწორედ მათ წარადგინეს კონსტიტუციური პროექტი პარლამენტში.
რას ფიქრობენ პროექტის ინიციატორები, ექნება თუ არა ცვლილებებს ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის მხარდაჭერა? - თეონა მანაგაძე გვერთვება პირდაპირ ეთერში.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.