ორი წელი ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან


ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა. დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, დღეს, მომხდარის ადგილას იმყოფებოდა. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე საქმესთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ რჩება შეკითხვები, თუმცა ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ახალი გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის მხრიდან, ზუსტად ის კითხვები ისმის, რაც აქამდეც უნდა დასმულიყო. კომენტარი გააკეთა ასევე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ, რომელიც პარლამენტში  შექმნილ საგამოძიებო კომისიას ხელმძღვანელობდა. მისი განცხადებით, კომისიის რეკომენდაციების დიდი ნაწილი შეუსრულებელია.

კაპანაძე იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც ამ საქმის ძიების პროცესში ფიგურირებდნენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან