ორი წელი 20-21 ივნისის მოვლენებიდან
ორი წელი 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენებიდან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოჩენას ჯერ საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის პროტესტი, შემდეგ კი ქუჩის გამოსვლები მოჰყვა. მეორე დღეს თანამდებობიდან გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე, ხოლო ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში, საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობდა, დეპუტატის მანდატი დატოვა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ. მოგვიანებით სიტუაცია მკვეთრად დაიძაბა. პარლამენტის შენობის შესასვლელები სპეცრაზმმა გადაკეტა. საკანონმდებლო ორგანოში მივიდნენ მთავრობის წევრები. პარალელურად, აქციაზე ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა, შეკრებილებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლისკენ მოუწოდა. დაახლოებით ღამის პირველი საათიდან, სპეცრაზმმა დემონსტრანტების დაშლა დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე 240 ადამიანი დაზარალდა, აქედან 129 მოქალაქე, 31 ჟურნალისტი და 80 პოლიციელი. ყველაზე მძიმედ ორი ადამიანი დაშავდა, რომელთაც რეზინის ტყვიები მოხვდათ და ცალ თვალში მხედველობა დაკარგეს. უკვე ცნობილია, რომ სტრასბურგის სასამართლომ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების საჩივრები 20 ივნისის საქმეზე არსებით განხილვაში მიიღო, რაც დაზარალებული ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების საქმეებს მოიცავს. ამასთან, ამჟამად საქართველოს პარლამენტი, შარლს მიშელის შეთანხმების საფუძველზე მომზადებულ ამნისტიის ორ კანონპროექტს განიხილავს, რომელიც უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებული პოლიციელების, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული ოპოზიციონერი ნიკა მელიასა და ძალადობრივი ქმედებისათვის გასამართლებული 17 პირის საქმეებს აერთიანებს. დღეს, მომხდარიდან ორი წლის თავზე, სამოქალაქო აქტივისტები და დაზარალებულთა ნაწილი პარლამენტის შენობასთან აქციას გეგმავენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ორი წელი 20-21 ივნისის მოვლენებიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოთხი წელი 13 ივნისის ტრაგედიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხუთი წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქრონიკა 20:00 საათზე - 1 ივნისი, 2021 წელი
TV IMEDI
📕109-ე მუხლი - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში
Georgian Law Association
🔴 დღის კომენტარი 18:30 საათზე (25.02.2024)
info news
თოვლიანი კლდეკარი / Snowy Kldekari - Le one Emotions
Levan Gejadze
ქრონიკა 09:00 საათზე - 13 ოქტომბერი 2023 წელი
TV IMEDI